The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ხარანაული

ლევან ხარანაული
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტი სპეციალოით 2002 წელ; 2003-2005წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი; 2006-2014წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, სამართლის დოქტორი (2014).

2003-2005წწ. იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2003-2010წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი; 2006-2022წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2007–2009წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; 2015-2016წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი; 2012-2023წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი; 2014-2024წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტი; 2016 წელი - გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის (www.dgstz.de) სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2019-2024წწ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის ექსპერტი; 2022 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2024 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი; მიღებული აქვს დავით სარაჯიშვილის სახელობის ფონდის სტიპენდია (2000), გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახური (DAAD), ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია), სამეცნიერო სტიპენდია (2008), გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახური (DAAD), ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია), სამეცნიერო სტიპენდია (2009), ბერლინის საპარლამენტო სტიპენდია (Die Studienstiftung des Abgeordnetenhauses vonBerlin), სამეცნიერო სტიპენდია (2009- 2010). 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. არის არაერთი სამეცნიერო კვლევისა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. სამართლის დოქტორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge


გააზიარე: