The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო მამალაძე

სერგო მამალაძე
Other name:სერგი მამალაძე
Date of birth:7 October, 1862
Date of death:11 August, 1949  (at 86 years)
Category:Singer, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი.

1880 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ სამოქალაქო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1887 წლიდან, განუწყვეტლივ პედაგოგიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა 50 წელზე მეტი, როგორც სახალხო მასწავლებელი და კულტურულ-საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიური მუშაკი. 1885-1887 წლებში, როგორც მომღერალი, იყო ლადო აღნიაშვილის გუნდის წევრი. ყუბანის ოლქის ქ. ეისკში ჩამოაყალიბა მასწავლებელთა ორგანიზაცია და კავშირი. მონაწილეობდა ხონის მასწავლებელთა ურთიერთდამხმარე საზოგადოების და სალაროს დაარსებაში, თბილისში განათლების მუშაკთა კავშირის შექმნაში, 1916 წელს – მასწავლებელთა კავშირის წესდების შემმუშავებელ კომისიაში, თელავში დააარსა ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოება (რომლის გამგეობაში სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა) და სხვ. სოფელ ხევში დააარსა ორკლასიანი სკოლა, მთავრობისაგან მასწავლებელთათვის ხელფასისი დანიშვნით. მონაწილეობა მიიღო აგარაკ ბახმაროზე გზის გაყვანის საქმეში, ჩამოაყალიბა სიმღერის მოყვარულთა ორგანიზაცია, შექმნა მომღერალთა გუნდები და საქველმოქმედო საღამო-კონცერტებს მართავდა თბილისში, ხონში, თელავს და სხვ., რკინიგზის სკოლაში, ქართულ გიმნაზიაში, ილიას და აკაკის საღამოებზე და სხვ.). საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების პირველ ხანებში, სოფელ ყვარლის შვიდწლედის გამგედ ყოფნის დროს, 1922 წლის 30 დეკემბერს, თელავის განათლების მუშაკთა წლიურმა კონფერენციამ აირჩია სამაზრო განყოფილების მდივნად, 1924 წლის შემდეგ – თელავის მეორე შრომის სკოლის გამგედ, აგრეთვე არჩეული იყო  თელავის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოს წევრად. სახალხო განათლებისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე უანგარო და ხანგრძლივი, ნაყოფიერი შრომისთვის როგორც დამსახურებულ მასწავლებელს, თელავის სამაზრო განათლების პროფკავშირის გამგეობის თაოსნობით, თელავში, 1927 წლის 17 აპრილის გადაუხადეს 40 წლის იუბილე, ხოლო საქართველოს მთავრობის 1928 წლის 14 ივლისის დადგენილებით, მიენიჭა შრომის გმირის წოდება, დაჯილდოებულ იქნა ორდენით და სიგელით. სახალხო მასწავლებელი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.19

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობა, წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თეატრალური სექცია, წევრი (1911-)

Share: