The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კახიანი

მერაბ კახიანი
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინგლისური ენის სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის მთარგმნელის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს; საქართველოს პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნის კვალიფიკაციით 1986 წელს.

1981 წელს საპროექტო ორგანიზაცია "ორგპრიმინსტრუმენტი"-ს თბილისის ფილიალი, საკონსტრუქტორო განყოფილება, ინჟინერი; 1983-1985წწ. თბილისის ინსტრუმენტალური ქარხანა, ტექნიკური განყოფილება, პირველი კატეგორიის ინჟინერი; 1986-1987წწ. თბილისის ინსტრუმენტალური ქარხანა, ტექნიკური განყოფილება, მთავარი ტექნოლოგი; 1987-1989წწ. თბილისის პარტიის ვაკის რაიკომი, მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილება, ინსტრუქტორი; 1989-1991წწ. თბილისის პარტიის ვაკის რაიკომი, სორგანიზაციო განყოფილება, ინსტრუქტორი; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-2005წწ. მანქანათა ნაწილების და ასმ კათედრა, ასისტენტი, დოცენტი; 2006-2013წწ. საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, სრული პეოფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომიოს ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: