Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურა ჭყონია![]()
Biographyდაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1996 წელს; ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2017 წლიდან სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე. 1992-1993 წლებში და შემდგომ 1995-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 2001 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას; 2001 -2002 წწ. იყო იურიდიულ ფირმა "კორძაძე და სვანიძე ადვოკატების" ადვოკატი; 2002-2005 წწ. საადვოკატო ბიურო "ჭყონია და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი; 2005 წელს იყო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის საკადრო და იურიდიული განყოფილების იურისტი; 2005-2006 წწ. მუშაობდა შსს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 2005-2006 წწ. პარალელურად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტად; 2006 წლიდან არის "იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანიას" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2006-2012 წწ. იყო სამშენებლო კომპანია შპს "კაპიტელ ინვესტის" იურისტი და ხელმძღვანელობის რწმუნებული ხარისხის მართვის საკითხებში (iso); 2009-2010 წწ. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი "რეგისტას" არბიტრი; 2010-2011 წწ. კითხულობდა ლექციებს საბანკო-საფინანსო და მენეჯმენტის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში; 2011-2012 წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე; 2011-2015 წწ. იკავებდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას; 2012 წლიდან არის შპს "კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS"-ის დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი; 2015-2017 წწ. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2015-2020 წწ. ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2015-2019 წწ. მუშაობდა (უსასყიდლოდ) ამავე ინსტიტუტის გამოცემა სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "სამართალი და მსოფლიო" მთავარ რედაქტორად, ხოლო 2019-2020 წლებში კი იყო ამავე ჟურნალის რედაქტორი; მისი მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში გამოიცა ჟურნალის 10 ნომერი, ხოლო რედაქტორად მუშაობისას კი 5; 2016-2020 წწ. იყო ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2020-2022 წწ. მილენიუმის უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2020 წლიდან არის "სამართლის მეცნიერთა კავშირის" გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "სამართლის მაცნეს" მთავარი რედაქტორი, სადაც საქმიანობას ეწევა უსასყიდლოდ; 2022 წლიდან მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ "სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს" კონსულტანტის თანამდებობაზე; 2024 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2024 წლიდან იკავებს თბილისის სასწავლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას კერძო სამართლის მიმართულებით; არის 11 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის წიგნის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის კომენტარი. ნაწ. 1, (1-48 მუხლები) თანაავტორი; მონაწილობა აქვს მიღებული 7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; მუშაობს სადოქტორო თემაზე "სასამართლოს როლი სააღსრულებო წარმოებაში"; მრავალი წელია აქტიურად ეწევა ქართული გვარების კვლევას, არის ავტორი წიგნისა "ჯელაძეების გვარის გენეალოგია". გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები: "ციტატის ცნების ლინგვისტური განსაზღვრების და ციტირების წესის ზოგიერთი ლოგიკური და სამართლებრივი საკითხი" (მეთოთხმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, მეცნიერება, ინოვაციები", შრომათა კრებული / გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ჟურნალი "სამეცნიერო კვლევების ჟურნალი" ტომი 5 (1) 2023, ISSN 1512-4657. - გორი, 2023. -გვ.-13-20); "ჯელაძეთა გვარის გენეალოგია" : შრომათა კრებული N22 / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტოორიისა და არქეოლოგიის ცენტრი.-გორი,2023.-244-255; "რამდენიმე რეკომენდაცია მართლმსაჯულების აღსრულების ეფექტიანობისათვის" (ჟურნალი "სამართალი და მსოფლიო".- თბილისი, 2015.-N2.-გვ.98-107); უცხოელთა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით // სამართალი და მსოფლიო.-თბ.,2017.-N6.-გვ.199-208; "სასამართლო ორგანიზაციისა და სამოქალაქო პროცესის განვითარება საქართველოში" (იურიდიული ჟურნალი – "მართლმსაჯულება და კანონი".- თბილისი, 2014.-N3(14).- 81-101; "სამოქალაქო სააღსრულებო სამართლის ევოლუცია საქართველოში" (იურიდიული ჟურნალი "მართლმსაჯულება და კანონი".- თბილისი, 2014.-N2(14).-გვ.122-133); "სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია აღსრულების პროცესში" (იურიდიული ჟურნალი "მართლმსაჯულება და კანონი" .-თბილისი,2013.-N3(13).-გვ.112-127); სამოქალაქო სამართალწარმოებისა და აღსრულების საკითხები საბჭოთა საქართველოში // მართლმსაჯულება და კანონი.-თბ.,2011.-N1(28).-56-71; "სააღსრულებო წარმოების სუბიექტები" (იურიდიული ჟურნალი "მართლმსაჯულება და კანონი".- თბილისი,2012.-N1(2012).-გვ.119-127; "სამოქალაქო სამართალწარმოებისა და აღსრულების საკითხები საბჭოთა საქართველოში" (იურიდიული ჟურნალი "მართლმსაჯულება და კანონი".-თბილისი, 2011.-N1(28).-გვ.56-71; სამოქალაქო სამართალწარმოება და აღსრულება საქართველოში მე-19-ე საუკუნესა და 20-ე საუკუნის დასაწყისში // მართლმსაჯულება და კანონი.-თბ.,2010.-N4(27).-88-101; "სამოქალაქო სამართალწარმოებისა და აღსრულების საკითხები ძველ ქართულ სამართალში" (საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ცხოვრება და კანონი".- თბილისი, 2010.-N29(10).-გვ.79-88 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |