შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრი 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA) 2009 წელს; ჯორჯ მარშალის ცენტრის აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო (გერმანია) "Leaders Program in Advanced Security Studies" (LPASS) 2012 წელს; 2005-2006წწ. გავლილი აქვს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა; 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მართვის დოქტორანტი (PHD). 2009-2013წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2013–2016წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 2017–2022წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა დეპარტამენტის უფროსი; 2022 წლის დეკემბერიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკომისიის პროგრამები. მონაწილეობდა ეკონომიკურ რეფორმებში: საპენსიო რეფორმის (მეორე სვეტი) კონცეფციის შემუშავება და რეფორმის ეკონომიკური ეფექტების შეფასება/ანალიზი; საჯარო და კერძო თანამშრომლობის კონცეფციის და ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; გადახდის უუნარობის რეფორმის ფარგლებში ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების განვითარება - საკრედიტო საგარანტიო სქემის დიზაინის შემუშავება, იპოთეკური სესხების სუბსიდირების და საგარანტიო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარება - ლიზინგის განვითარების კონცეფციის და ფაქტორინგის კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა, წიაღის სექტორის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა. წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: moesd.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |