The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენვერ ხალვაში

ენვერ ხალვაში
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1926  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი.

1941 წლიდან ცეკვავდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 1949 წელს ახალგაზრდობის საკავშირო ფესტივალზე მისმა ხიხაძირულმა ცეკვა "ხორუმმა" დიდი აღიარება მოუტანა. 1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. 1957 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე ცეკვების "ხორუმისა" და "აჭარული განდაგანას" შესრულებისათვის ნიჭიერმა შემსრულებელმა ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 1937 წლიდან ხალვაში ხიხაძირის კულტურის სახლის ქორეოგრაფი და დირექტორია. 1972 წელს ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსზე საუკეთესო გამოსვლისათვის პირველი ხარისხის დიპლომითა და ოქროს მედლით დააჯილდოეს.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: