The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბერიძე

თამარ ბერიძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს.

1981-1984წწ. მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო საკავშირო ინსტიტუტი (ვნიიტმე), სტანდარტიზაციის განყოფილება, ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი; 1984-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მხაზველობითი გეომეტრიის კათედრა, ლაბორანტი; 1986-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, უფ. მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი; 2004-2006წწ. შპს ინტერნიუსი, გახმოვანების სტუდია, მთარგმნელ-რეფერენტი; 2008-2010წწ. შპს ტელეკომპანია "საქართველო", გახმოვანების სტუდია, მთარგმნელ-რეფერენტი; 2011-2012წწ. შპს "ბრავო რეკორდსი", გახმოვანების სტუდია, მთარგმნელ-რეფერენტი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერიის დოქტორი (2012), პროფესორი (2012).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: