| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია თულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1989 წელს ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დღის განყოფილებაზე; სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ "თბილისთან". ამზადებდა სტუდენტურ გადაცემებს I არხზე, შემდეგ მიიწვიეს სტუდიაში "კავკასია". პრაქტიკაზე საკუთარი სურვილით მივიდა მე-2 არხზე, ამზადებდა გადაცემებს ახალგაზრდობის პრობლემებზე, ასევე ხელოვნებაზე, ქართულ კულტურაზე; ამზადებდა გადაცემათა ციკლს "მეომრები" (აფხაზეთის თემაზე); მუშაობდა გაზეთში "ივერია–ექსპრესი"; 1996-1997წწ. მუშაობდა საინფორმაციო გამოშვების რედაქტორად; 1999 წელს დაინიშნა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად; არის ფრანგულენოვან ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირის წევრი; თანამშრომლობდა ჟურნალთან "გზა", გაზეთებთან: "კვირის პალიტრა", "ახალი მერიდიანი"; ჰქონდა მიწვევები შვეიცარიასა და ბელგიაში. 2003 წლიდან მუშაობს კოლეჯში "ლამპარი", ტელეჟურნალისტიკის ლექტორად; 2004 წლის თებერვლიდან ტელეკომპანია "ქვემო ქართლში" კვირის საინფორმაციო–ანალიტიკური პროგრამის ("ედიტორიალი") ავტორი და წამყვანია. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.109 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

