The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ხეთაგუროვი

ვლადიმერ ხეთაგუროვი
Date of birth:1902
Date of death:1973  (at 71 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტუნარი, სამხრეთ ოსეთი.

1923-1930 წლებში მოსკოვში მცხოვრები ხეთაგუროვი სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში და სისტემატურად გამოდიოდა დედაქალაქის თეატრებისა და საკონცერტო დარბაზებში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1930-1931 წლებში იგი მუშაობდა თბილისის ჯერ სახკინმრეწვში, ხოლო შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში დირექტორად. 1931-1933 წლებში ხეთაგუროვმა ჩამოაყალიბა ოსური სახელმწიფო თეატრი, სადაც დირექტორად და დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა. 1935 წელს ქართველ მოცეკვავე ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა ხალხური ცეკვების მსოფლიო ფესტივალზე ლონდონში. 1936 წელს საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების V რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე სამხრეთ ოსეთის ანსამბლმა გამოავლინა ცეკვა "სიმდი", რომელიც შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის რეპერტუარში და აჩვენეს მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურის და ხელოვნების დეკადაზე. 1938-1939 წლებში ხეთაგუროვი მუშაობდა საქართველოს ხალხური შემოქმედების სახლის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ. 1939-1040 წლებში იგი ცეკვავდა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში და მოგზაურობდა სსრკ ქალაქებში. 1940 წელს დადგა ცეკვები აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. 1940-1943 წლებში მუშაობდა თბილისის ძერჟინსკის სახ. კლუბის უფროსად. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ოსური კულტურისა და ხელოვნების სფეროში. სხვადასხვა დროს იგი იყო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, კინოფიკაციის სამმართველოს უფროსი, ხალხური შემოქმედების სახლის, კინოთეატრის, დასვენების პარკის, კულტურის სახლის დირექტორი, სამხრეთ ოსეთის საოლქო აღმასკომის კულტურის განყოფილების მეთოდკაბინეტის გამგე. ცეკვა "მთიულურის" საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა რესპუბლიკური და საკავშირო მნიშვნელობის 27 ჯილდოთი.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.152-153

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1936 - საპატიო ნიშანი ორდენი

Share: