The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლილუაშვილი

გიორგი ლილუაშვილი
Date of birth:23 November, 1983  (41 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსისტეტის სამართლის კოლეჯი 2006 წელს; მიენიჭა საერთაშორისო და ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი რიგის უმაღლესი იურიდიული აკადემიაში; სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს.

2003-2005წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საკარიერო მომსახურების ოფისის ხელმძღვანელი; 2006-2009წწ. ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში კორპორაციული სამართლის ლექტორი; 2008-2011წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2011-2012წწ. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის საქართველოში იურიდიული კომიტეტის კურატორი; 2012-2015წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი; 2015-2019წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2019 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2019-2025წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2025 წლის თებერვლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge


Share: