The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჭიჭინაძე

ირაკლი ჭიჭინაძე
Date of birth:1977  (48 years)
Category:Military Person, Philologist

Biography

დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი 1999 წელს; თარბიათე მოდარესის უნივერსიტეტი, თეირანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა. სპარსული ენისა და კულტურის ფაკულტეტი 2000 წელს; 2023-2024წწ. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯის სტრატეგიული კვლევების მაგისტრი; სამხედრო განათლება: დაამთავრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, საზღვაო ქვეითების უნივერსიტეტი, კუანტიკო, აშშ 2019 წელს.

2003-2004წწ. მსახურობდა სამხედრო-დიპლომატიური მომზადების ცენტრში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში; 2023-2024წწ. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯში; 2000-2005წწ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ოპერატიულ და ანალიტიკურ სამმართველოებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში; 2005 წელს შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებელი, ცხინვალის რეგიონში; 2005-2006წწ. სამშვიდობო მისია ერაყის რესპუბლიკაში, 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონში; 2006-2007წწ. G-2 ოფიცერი, სახმელეთო ძალების შტაბში; 2007-2010წწ. ანალიტიკური სამმართველოს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; 2010 - 2012წწ. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2014წწ. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; 2014-2015წწ. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2015-2017წწ. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; 2017-2020წწ. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე; გავლილი აქვს კურსები: 2002 წელს ნატო-ს დაზვერვის კურსი (თბილისი, საქართველო); 2007 წელს ევროინტეგრაციის კურსი. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი (საქართველო):  2007 წელს სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ტრანს-სასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კურსი. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ცენტრი (ანკარა, თურქეთი); 2007 წელს სტრატეგიული სამხედრო ინფორმაციის სემინარი (დიდი ბრიტანეთი); 2008 წელს პოლიგრაფიული (სიცრუის დეტექტორი) მომზადება, URAN-ის საერთაშორისო პოლიგრაფიის სკოლა; 2008 წელს თავდაცვა მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების გამოყენებით ტერორისტული აქტებისგან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ცენტრი (ანკარა, თურქეთი); 2012 წელს გაერთიანებული სტრატეგიული დაზვერვის საწვრთნელი პროგრამა, სამხედრო დაზვერვის უნივერსიტეტი, სამხედრო დაზვერვის სააგენტო, აშშ; 2013 წელს სტრატეგიული ანალიზის კურსი, ჩიქსენდი, დიდი ბრიტანეთი; 2015 წელს დაზვერვის დირექტორების კურსი, ჩიქსენდი (დიდი ბრიტანეთი); 2001 წელს მიღებული აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი, 2006 წელს 21-ე ბატალიონის მეთაურის მადლობის სიგელი, ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი "სამსახურებრივი რკინის ჯვარი დამსახურებული თანამშრომლობისთვის" (2018), საშტატო იარაღი (2020); თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე. სამხედრო წოდება: ბრიგადის გენერალი.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

Awards and Honors

  • 2019 - მედალი "გენერალი კვინიტაძე"
  • 2017 - მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (I ხარისხის)
  • 2012 - მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • 2011 - მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"
  • 2011 - მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (II ხარისხის)
  • 2009 - მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის" (III ხარისხის)
  • 2007 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"

Share: