2001-2003წწ. - ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2003-2007წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2007-2009წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2011წწ. - ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, აღნიშნულ პერიოდში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2011-2012წწ. - სოხუმის და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2012-2017წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017 მაისიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge