Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხათუნა ბოლქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 1998-1999წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის აჭარის განყოფილებაში სახელმწიფო ინსპექტორი; 1999 წლიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2009წწ. - ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005 წლის ოქტომბრიდან მივლინებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2009-2012წწ. - ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მiვლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2012-2015წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის იანვრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |