Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირმა ტოგონიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო / ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2013 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016-2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1996-2007წწ. მუშაობდა სახელმწიფო მართვის ქუთაისის სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე: უფროსი სპეციალისტი, იურიდიული განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2007-2011წწ. მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე: იურიდიულ საკითხთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, იძულებითი ღონისძიების სამმართველოს უფროსი და აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2011-2016წწ. - შპს "ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს" დირექტორის მოადგილე საფინანსო და იურიდიულ საკითხებში; 2013-2018წწ. - შპს "ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის" იურისტი; 2014-2018წწ. - იურისტი საერთო სპეციალიზაციით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში; 2018 წლის იანვრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |