შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გითოლენდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მენეჯმენტის ბაკალავრის კვალიფიკაციით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრანსპორტის მაგისტრის კვალიფიკაციით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2011 წელს. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2007-2014წწ. სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარატმენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2009-2016წწ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2016-2021წწ. საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, მთავარი სპეციალისტი (საერთაშორისო პროექტების მენეჯერი); 2016 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021-2023წწ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, დეკანის მოადგილე; 2023-2024წწ. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2024 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, დეკანი; რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტის ავტორი, შემსრულებელი და მონაწილე; 1 მონოგრაფიის, 2 დამხმარე სახელმძღვანელოს, 25 სამეცნიერო სტატიის და რეცენზიების ავტორი და თანაავტორი. არაერთი საერთაშორისო, ადგილობრივი სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციის, ტრენინგის, სიმპოზიუმის მონაწილე და ორგანიზატორი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2011), პროფესორი (2011). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |