The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ამყოლაძე

ხათუნა ამყოლაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სავანე, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის ბაკალავრის ხარისხით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის მაგისტრის ხარისხით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2002 წელს.

1998 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1998-2006წწ. ამძრავთა სისტემების, ჩარხების, კომპლექსებისა და საწარმოო სწავლების კათედრა, ლაბორნტი, ასისტენტი; 2006-2009წწ. მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2007-2011წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სპეციალისტი; 2009-2021წწ. საწარმოო ტექნოლოგიური მანქანების და მექატრონიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი; 2017 წლიდან ტექნიკური გადამზადების ცენტრი, პროფესიული პროგრამა "მექატრონიკა" პროგრამის ხელმძღვანელი; 2021 წლიდან სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროგრამა "მეჩარხე", მასწავლებელი; 2021 წლიდან მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა "მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია", პროგრამის ხელმძღვანელი; 2021 წლიდან მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების N501 დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: