შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარინა აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2004 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2001-2002წწ. გაიარა გადამზადების კურსები საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტის ბათუმის ფაკულტეტზე, პროფილით მცირე ბიზნესი, პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი; 2005 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2016-2017 წლებში იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2000-2005წწ. - ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანცელარიის საქმისმწარმოებელი; 2005-2010წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2010-2018წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე; 2018 წლის იანვრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |