Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ მარგველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი; 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2014 წელს გაიარა კურსი ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში. 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტი; 2008-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი; 2011-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი; 2013-2014წწ. - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორი; 2014-2015წწ. - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორი; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის მაისიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, 2019 წლის ივლისიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |