Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თათია გოგოლაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2016-2017წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2005წწ. გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში; 2006-2010წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომის მდივანი; 2010-2018წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2018 წლის იანვრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |