შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი გითოლენდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს; ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს. 1972-1980წწ. კომბინირებული საკვების საკავშირო კვლევით ინსტიტუტი, მექანიზაციის და ავტომატიზაციის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1982-1983წწ. საქართველოს დამზადების სამინისტრო, ტექნიკური სამმართველოს ხელმძღვანელი; 1983-1984წწ. ქ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომი, აღმასკომის თვმჯდომარის პირველი მოადგილე; 1989-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ვიტა", მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერელური დირექტორი; 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2000-2013წწ. კვების მანქანების და აპარატების კათედრა, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, მენეჯერი; 2013 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. არის 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |