The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან თხელიძე

ქეთევან თხელიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008-2009წწ. - თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2009-2010წწ. - თერჯოლის მაგისტრატი მოსამართლის თანაშემწე; 2011-2014წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2014-2019წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მენეჯერი და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი; 2020 წლის დეკემბრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: