The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ნიკაჭაძე

მანანა ნიკაჭაძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1964  (60 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1989 წელს - ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) არქივარიუსი, შემდეგ იურისტი; 1997-1999წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორი; 1995-1998წწ. - ქ. ზესტაფონის N7 საშუალო სკოლაში მასწავლებელი; 1999-2009წწ. - ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2001 წლიდან - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2010-2014წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი; 2014 წელს - ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი; 2016 წლის ივლისიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: