The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ჯოხაძე

ნანა ჯოხაძე
Date of birth:29 November, 1975  (49 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით; 2007-2009წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1997 წელს - სპს "აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტში" ლექტორი; 2000 წელს - ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში ლექტორი; 2005-2006წწ. - საადვოკატო ფირმა "სამართალში“ ადვოკატი; 2006 წელს მაისიდან ნოემბრამდე ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოში; 2007 წელს - საადვოკატო ფირმა "სამართალში" ადვოკატი; 2009-2016წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2016 წლიდან - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში; 2019 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიაში; 2021-2024წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2024 წლის ივლისიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს  სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: