The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა გაბუნია

კობა გაბუნია
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 
მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ქ. ქუთაისის რეგიონულ სამხარეო პროკურატურასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. შემდეგ მუშაობა გააგრძელა შემოსავლების სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლ სამსახურში, მოგვიანებით კი - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროს იმერეთის მოსახლეობისა და სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ლატარიის კომპანიაში, საქართველოს ფოსტაში, სს "გლობალ TV"-ში, შპს "ევრაზია XXI"-ში, შპს "ელიტა ბურჯში". გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018-2019წწ. იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლიდან იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. 

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: mrdi.gov.ge


გააზიარე: