Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არარატ ესოიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი. დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტი, ინჟინერ ჰიდროტექნიკის სპეციალობით 1989 წელს; 2000 წელს დაამთავრა თბილსის ეკონომიურ-პედაგოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. გავლილი აქვს სხვადასხვა, მათ შორის, სამოსამართლეო სემინარები და ტრენინგები. 1989-1991წწ. - ახალქალაქის რაიონთაშორისო სამშენებლო გაერთიანებაში (სამშენებლოს ტრესტი) საპროექტო ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 1990 წელს მიიღო სახალხო სამეურნეო მმართველი სპეციალისტის კვალიფიკაცია თბილისის სახალხო სამეურნეო მართვის ინსტიტუტში; 1991-1992წწ. - ახალქალაქის რაიონის კომერციული საწარმოების რეგისტრაციის კომისიის სპეციალისტი; 1992-1997წწ. - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი; 1997-2000წწ. - ახალქალაქის წყალკანალის უფროსი; 1997 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ახალქალაქის კავშირი რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს, ამჟამად არაკომერციული იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია ათზე მეტი პროექტი, მათ შორის ანტიკორუფციული და იურიდიული; 2000 წელს დააფუძნა იურიდიული კონსულტაციის ცენტრი; 2002-2004წწ. - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ახალქალაქის ბიუროს ხელმძღვანელი; 2004-2005წწ. - "დემოკრატ მესხთა კავშირის" იურისტი; 2006-2016წწ. - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2017 წლის მაისიდან - ახალქალაქის რაიონული სასამართლის მოსამართლე; 2019 წლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2022 წლის ივლისიდან - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |