შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ენუქიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1986-1988წწ. - გორის რაიონულ აგროსამრეწველო გაერთიანებაში იურისტი; 1988-1991წწ. - გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომში იურისკონსულტი; 1991 წელი აპრილიდან დეკემბრამდე - გორის პრეფექტურის ბინების აღრიცხვა-განაწილების სექტორის გამგე; 1991-1993წწ. - გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1993-1998წწ. - გორის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მოსამართლე; 1998-2000წწ. - გორის ადვოკატურის ადვოკატი; 2000-2007წწ. - კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007 წელს ჩარიცხულ იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2007-2011წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2011-2012წწ. - წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2015-2019წწ. - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის სექტემბრიდან - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის მარტიდან - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |