შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანაიტ ოგანესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქ. ერევნის ეკონომიურ-იურიდიული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1998-2006წწ. - თბილისის იურიდიულ-სამართლებრივი ფირმა "სიმართლე", ადვოკატი; 2002-2006წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის", ახალციხის ფილიალის კოორდინატორი; 2006-2007წწ. - ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2016წწ. - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; 2017-2020წწ. - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020 წლის მარტიდან - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |