შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) 2007 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა) 2009 წელს; 2011–2017წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის და კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე ფრაიბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთ ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი; 2017–2019წწ. სხვადასხვა დროს იყო კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის პოსტ-დოქტორანტი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში. 2010 წლიდან კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2013 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2016–2023წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი და ასისტენტ-პროფესორი; 2019–2024წწ. იყო ფოლკსვაგენის ფონდის (Volkswagenstiftung) საერთაშორისო სისხლის სამართლის სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი; 2021–2025წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის რედაქტორი; 2022–2023წწ. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მიწვეული სპეციალისტი; 2023–2025წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი (თანაავტორი) და რედაქტორი. 2005 წლის აპრილიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |