The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექა ძამაშვილი

ბექა ძამაშვილი
Date of birth:18 January, 1989  (36 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სამართლის ბაკალავრი 2010 წელს; ლონდონის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სამხედრო კონფლიქტების სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM), სამართლის მაგისტრი 2012 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო (კონსტიტუციური) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის მაგისტრი 2013 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა 2017 წელს.

 2008-2013წწ. იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში; 2009-2011წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურისტი; 2011-2012წწ.  სამართლის ტრენერი ლონდონის შემდეგ სკოლებში: Mossbourne Community Academy, St Paul's Way Trust School, New VIC School of London; 2012 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი; 2014-2020წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2017-2018წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი; 2017-2020წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2018 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2013-2015წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2015-2016წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; 2013-2016წწ. ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში; 2016-2020წწ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი; 2016-2020წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. 2021 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge


Share: