The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თანდილაშვილი

ნინო თანდილაშვილი
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1987  (37 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით ბაკალავრის ხარისხით 2009 წელს; ამსტერდამის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ევროპისა და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხით 2010 წელს; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებული რიგით მე-5 ბირთვული სამართლის სკოლა (ქ. ბადენი, ავსტრია) სკოლის კურსდამთავრებული 2015 წელს; რიგის სამართლის სკოლა ინტენსიური კურსის "სამართალი და ეკონომიკა" კურსდამთავრებული 2017 წელს.
05.2007 – 08.2007 წელს იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო (GTZ) პროექტის "თვითმმართველობის განვითარება საქართველოში" ასისტენტი; 2011–2012წწ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალისტი; 2012–2013წწ. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი; 01.2013 – 05.2013 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2013–2014წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იურიდიული დეპარტამენტის პარტლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2014–2017წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი; 05.2017 – 12.2017 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2023 წლიდან კლიმატის მწვანე ფონდის ბორდის წევრი; 2024 წლიდან UNEA 7 ვიცე პრეზიდენტი; 2017–2023წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2019 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ - პროფესორი; 2023 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე. არის მრავალი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის თანაავტორი: საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი; საქართველოს კანონი "რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ"; საქართველოს კანონი "წყლის რესურსების მართვის შესახებ"; საქართველოს კანონი "სამრეწველო ემისიების შესახებ"; საქართველოს კანონი "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის კანონმდებლობა.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


გააზიარე: