The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი დევიძე

დევი დევიძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2011 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2005 წელსა და 2013 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

1999-2004წწ. - საერთაშორისო ფონდში "აიდიო", იურისტი; 2004-2005წწ. - იურიდიულ ფირმაში "საქართველოს კანონი" ადვოკატი, პარალელურად, იმავე წლებში შპს "პროფკურორტში" იურისტი; 2005-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2009-2016წწ. - კერძო აღმასრულებელი; 2016-2019წწ. - გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლიდან - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, დამფუძნებელი წევრი

გააზიარე: