შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ეკონომისტის სპეციალობით 1997 წელს; იყო უილიამსის კოლეჯის (აშშ) განვითარების ეკონომიკის მაგისტრი 2005 წელს; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები: 10.2000 – 11.2000წწ. მსოფლიო ბანკი (მოსკოვი, რუსეთი) ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის შესავალი კურსი; 01.2001 – 04.2001წწ. მსოფლიო ბანკი (ვენა, ავსტრია) პრაქტიკული ეკონომიკის კურსი; 2024–2025წწ. სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA) სხვადასხვა კურსი. 1998–2000წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის მრჩეველი; 2000–2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - საქართველოს პრეზიდენთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს (FIAC) სამდივნოს გაძლიერების კონსულტანტი; 2007 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - AgVantage აგრარული პოლიტიკის ანალიზის განყოფილების (APAU) ანალიტიკოსი; 2007 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - AgVantage აგრარული პოლიტიკის ანალიზის განყოფილების (APAU) დირექტორის მოვალების შემსრულებელი; 2008–2010წწ. ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG) პროექტის - აგრობიზნესის განვითარების აქტივობა (ADA) პროექტის მენეჯერის მოადგილე; 2010–2011წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტის კონსულტანტი; 2011–2012წწ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელი; 2013–2014წწ. ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება თიმ ლიდერის მოადგილე / პროექტის ეროვნული მენეჯერი; 2014–2018წწ. ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების თიმ ლიდერი / პროექტის ეროვნული მენეჯერი; 2017–2018წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 03.2025 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |