The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა მღებრიშვილი

ანა მღებრიშვილი
Date of birth:19 December, 1995  (29 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2017 წელს; ტარტუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი 2017 წელს; 2017-2019წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი 2019 წელს.

2017 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პრაქტიკანტი; 2018-2020წწ. არის სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი; 2020/01 - 2020/06 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში; 2021-2022წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის უფროსი; 2020-2024წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბიუროს უფროსი; 2023 წლიდან მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით; 2024 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

პროექტები / ტრენინგები / ნაშრომები: 2015 წლიდან ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე; 2018–2019წწ. რეზიდენტი მრჩევლის კოლეგა პროექტში "სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით"; 2018-2019წწ. სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის და გროციუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებული; 2020 წლიდან არის ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორი, ადამიანის უფლებათა სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP); 2020-2023წწ. ადგილობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროექტი "Women, Business and the Law". არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


Share: