The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დემურ ვეფხვაძე

დემურ ვეფხვაძე
Date of birth:15 August, 1948  (76 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სარგვეში, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით, სპეციალობა სამრეწველო ელექტრონიკა 1972 წელს (წარჩინებით).

1972–1993 წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში (თასსკი); 1972–1975 წწ. უფროსი ინჟინერი; 1976 წ. II კატეგორიის უფროსი ინჟინერი; 1976-1980 წწ. თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი (დაუსწრებელი განყოფილება); 1977–1979 წწ. I კატეგორიის უფროსი ინჟინერი; 1980–1987 წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1988–1993 წწ. სამეცნიერო - კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1986-1993 წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე; 1993-1994 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1998 – 2002 წწ. საავიაციო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი; 2000 – 2007 წწ. საავიაციო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2002–2007 წწ. აეროდინამიკის, ფრენის დინამიკისა და საჰაერო მოძრაობის მართვის კათედრის გამგე; 2006 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; 2008-2012 წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ავტომატიკისა და მართვის კომპიუტერული სისტემების საგამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2013-2016 წწ. ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის კონტროლის ავტომატიზებული სისტემების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი; 2016–2023 წწ. ინფორმაციული სისტემები ავიაციაში საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2024 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "საჰაერო ტრანსპორტის" სამეცნიერო - სარედაქტორო საბჭოს წევრი; კვლევისა და პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებაა საჰაეროხომალდების ფრენის მართვის და კონტროლის ავტომატიზებული და ავტომატური სისტემები, საბორტო კომპიუტერები და ინფორმაციული სისტემები, საავიაციო საბორტო ინტელექტუალური სისტემები; გამოქვეყნებული აქვს 50-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი სამეცნიერო - ტექნიკურ ბიულეტენებსა და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. არის ერთი სახელმძღვანელოს ავტორი და 8 სალექციო კურსის ავტორი და თანაავტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა შემადგენლობა სტუ-ს 80 წლის იუბილზე : კრებული / რედ.: თ. ცისკარიშვილი, ე. გიორგაძე, ლ. მამალაძე და სხვ. . - თბ., 2002. - გვ.49

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი

Bibliography


Share: