| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარგვეში, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით, სპეციალობა სამრეწველო ელექტრონიკა 1972 წელს (წარჩინებით). 1972-1993წწ. მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში (თასსკი); 1972-1975წწ. უფროსი ინჟინერი; 1976 წ. II კატეგორიის უფროსი ინჟინერი; 1977-1979წწ. I კატეგორიის უფროსი ინჟინერი; 1980 წელს დაამთავრა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (წარჩინებით); 1980–1987წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-1988წწ. სწავლობდა აკადემიკოს ს. ი. ვავილოვის სახელობის მოსკოვის დაუსწრებელ ინსტიტუტში, სპეციალობა "მიკროელექტრონული ხელსაწყოების ავტომატიზებული დაპროექტება"; 1988–1993წწ. სამეცნიერო - კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1986-1993წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე; 1993-1998წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1998–2002წწ. საავიაციო ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი; 2000 წელს სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიის ხელმძღვანელ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში გაიარა კურსები პროფესორ-მასწავლებელთა საერთო პედაგოგიური მომზადების ამაღლებისა და ფრენის კონტროლისა და მართვის ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული სისტემების პროგრამების მიხედვით; 2000–2007წწ. საავიაციო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 2002–2007წწ. აეროდინამიკის, ფრენის დინამიკისა და საჰაერო მოძრაობის მართვის კათედრის გამგე; 2006 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; 2008-2012წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ავტომატიკისა და მართვის კომპიუტერული სისტემების საგამანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2013-2016წწ. ინფორმაციული ტექნოლოგიები და ფრენის მართვის კონტროლის ავტომატიზებული სისტემების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი; 2016–2023წწ. ინფორმაციული სისტემები ავიაციაში საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2024 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "საჰაერო ტრანსპორტის" სამეცნიერო - სარედაქტორო საბჭოს წევრი; კვლევისა და პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი სფერო და მიმართულებაა საჰაერო ხომალდების ფრენის მართვის და კონტროლის ავტომატიზებული და ავტომატური სისტემები, საბორტო კომპიუტერები და ინფორმაციული სისტემები, საავიაციო საბორტო ინტელექტუალური სისტემები; გამოქვეყნებული აქვს 50-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი სამეცნიერო - ტექნიკურ ბიულეტენებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. არის ერთი სახელმძღვანელოს ავტორი და 8 სალექციო კურსის ავტორი და თანაავტორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა შემადგენლობა სტუ-ს 80 წლის იუბილზე : კრებული / რედ.: თ. ცისკარიშვილი, ე. გიორგაძე, ლ. მამალაძე და სხვ. . - თბ., 2002. - გვ.49 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

