The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დარბაიძე

ლევან დარბაიძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1979  (46 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 2005 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა 2009 წელს; 2002 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში, ქ. სტრასბურგში თემაზე "ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ"; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წლის 11-31 მაისს გაიარა ტრენინგი თემაზე "საჯარო პოლიტიკის საკითხები" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინის უნივერსიტეტში; 2012 წლის თებერვალში გაიარა ტრენინგი თემაზე "საჯარო სამსახურებში სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ტექნიკა" ქ. ტალინში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში; 2012-2013წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებშო სისხლის, სამოქალაო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე; 2006 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადამდე მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო სპეციალური წოდება; 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1999-2001წწ. - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანაშემწეე საზოგადოებრივ საწყისებზე; 2001-2006წწ. - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი, ამავე სამმართველოს უფროსი პროკურორი; 2006-2012წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და შემდეგ უფროსი; 2014 წლის იანვრიდან 2014 მაისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2014-2016წწ. - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; 2016 წლის თებერვლიდან - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. არის ერთი მონოგრაფიის (წიგნის) და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: