| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო გერგაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1996-1997წწ. გაიარა სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროში; 1998-2002წწ. - სახელმწიფო დაცვის სამსახურის ანალიტიკური განყოფილება; 2002-2005წწ. - შპს "გიორგი გოგნაძე და კომპანიის" ადვოკატი; 2006 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2006-2007წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009წწ. - ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად ბორჯომის რაიონულ სასამართლოში; 2009 წლიდან - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

