| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ნიკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1999-2000წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის სტაჟიორი; 2000-2006წწ. - სამტრედიის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 2006-2007წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2007 წლის აგვისტოში დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2007 წლის სექტემბრიდან ჯავის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდა თანამდებობიდან და დაეკისრა ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება; 2007-2009წწ. მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში; 2009-2010წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2010 წელს ტყიბულის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2012 წლის თებერვლიდან ივნისამდე დაეკისრა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2012 წლის ივნისიდან დეკემბრამდე დაკისრებული ჰქონდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება თერჯოლის მუნიციპალიტეტში; 2012 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში; 2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტში; 2013-2014წწ. მივლინებული იყო საჩხერის რაიონულ სასამართლოში; 2014 წლიდან - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში; 2015 წელს დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2015 წლის ნოემბრიდან დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2017-2020 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე; 2020 წლის მარტიდან - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

