| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახი დემეტრაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს; სოფიის (ბულგარეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1990 წელს. 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-1996წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "პროგრამული მართვა მანქანათმშენებლობაში" კათედრა, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, კათედრის გამგე; 1996-2006წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის" კათედრა, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი; 1997 წლიდან - 2012 წლის დეკემბრამდე მოღვაწეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP, WB, USAID, EU, CoE) პროგრამებში და პროექტებში ექსპერტად, კონსულტანტად, გუნდის ხელმძღვანელად, პროექტის მენეჯერად; 2006-2013წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, "საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის" დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; 2013 წლის იანვრიდან - 2014 წლის ივნისამდე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2014 წლის ივნისიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2021 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების" დეპარტამენტი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

