| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი აბშილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2000-2004წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2004 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - თბილისის გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექციაში იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2004-2006წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2006 წლის თებერვლიდან აგვისტომდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი; 2006-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში მრჩეველი; 2007-2012წწ. - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში; 2013 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში; 2016 წლის ივლისიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

