| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ხუჭუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. 1996 წელს გაიარა TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის კონსტიტუციური სამართლისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სასწავლო კურსი; 1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "იბერიას" იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით; 2001 წელს ჩააბარა კონტროლის პალატის მოხელეთა სარევიზიო საქმიანობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2005 წელს გაიარა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს "იტალიის ანტიკორუფციული პროგრამა"; 2004-2010წწ. მონაწილეობდა პროკურატურის რეფორმის პროექტში (აშშ იუსტიციის დეპარტამენტის, ევროპის საბჭოსა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამები); 2007 წელს მონაწილეობდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტში - "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის მართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში" (აშშ); 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასწავლო კურსი საფრანგეთში; 2015 წელს გაიარა მოსამართლის სპეციალური მომზადება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება 2017 წელს მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის პროექტში "ღია სამყარო" (აშშ); 2020 წელს გაიარა მოსამართლის სპეციალური მომზადება - ბავშვის უფლებათა დაცვის სფერო; 2023 წელს გაიარა USAID-ის სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1997-1998წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა; 1998-2002წწ. - კერძო იურიდიული პრაქტიკა; 2002-2004წწ. - საქართველოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტი და იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი; 2004-2005წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007-2009წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე; 2009-2011წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010 წელს მიიღო იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება; 2012 წლის მაისიდან ივნისამდე - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2012 წლის ნოემბრიდან - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2012-2021წწ. - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2010 წელს მიენიჭა იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება; 2021 წლის ივნისიდან - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

