Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი ნიპარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2006 წელს და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი 2008 წელს; 2010-2011წწ. სწავლობდა თბილისის პოლიტიკურ სკოლაში; 2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლეს სკოლა; 2015 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016 წელს გაიარა სპეციალური მომზადება თემაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. გავლილი აქვს ტრენინგები და სემინარები ადამიანის უფლებებზე, სისხლის სამართალზე, ტრეფიკინგზე, სწავლების მეთოდებზე, პროექტის მენეჯმენტზე; 2011 წელს მონაწილეობდა ევროპის საბჭოს დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტში თემაზე "პოლიტიკა და ეთიკა" (სტრასბურგი, საფრანგეთი); 2011-2015წწ. კანონის უზენაესობისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხებზე, ასევე სასამართლო სისტემების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ნორვეგიაში, სერბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში. 2006 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სპეციალისტ-სტაჟიორი; 2007-2008წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2008-2012წწ. და 2013-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი; 2016 წლიდან - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2014-2015წწ. იყო პროექტის - "მართლმსაჯულების გაძლიერება" ფარგლებში საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისათვის, ასევე ბათუმის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ტრენინგებისა და სემინარის ტრენერი; 2015 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; 2016 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი / ექსპერტი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA); სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების თანაავტორი და რედაქტორი (2015). არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი სისხლის სამართლის საკითხებზე; 2009-2010წწ. იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების წევრი; 2010-2011წწ. - ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა ნიმუშების, ასევე მტკიცებულებისა და მტკიცების წესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შესახებ საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის რეკომენდაციების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების წევრი; 2014 წელს მიწვეული იყო ექსპერტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებით განხილვაზე; 2014-2015წწ. - სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადების განმსაზღვრელი კომისიის მდივანი; 2014-2015წწ. - ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში "წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვისა და გამოძიების მექანიზმის შექმნის" თემაზე არსებული სამუშაო ჯგუფის ექსპერტი; 2014-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზის, განზოგადებისა და სისტემატიზაციის დადგენის სამუშაო ჯგუფის წევრი. არის მოყვარული მხატვარი. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა. მონაწილეობს ასევე ჯგუფურ გამოფენებში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |