The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა გიორგაძე

თეა გიორგაძე
Date of birth:19??
Category:Medical Doctor, Public official, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ ენდოკრინოლოგიური კათედრა (ასპირანტურა), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 2002 წელს; საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი 2012 წელს; ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ბრიტანული საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი ბარლინგტონის სკოლა (დიდი ბრიტანეთი) 1994 წელს; ლუნდის  საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტი, სტაჟირება (შვედეთი) 2000 წელს.
2000–2004წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2004– 2008წწ.  შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2008–2010წწ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2010-2013წწ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 2012 წელი ბაბეს ბოლაი უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიწვეული პროფესორი; 2014 წელი მაგდებურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "შრომის უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის" კურსის მოსამზადებლად; 2015 წელი ბრიუსელის თავისფალი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "შრომის უსაფრთოხოებისა და ჯანმრთელობის" ფარგლებში; 2013–2017წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი; 2017 – 2021წწ. სს "საპარტნიორო ფონდი", "კლინიკების განვითარების კომპანიის" დირექტორი; 2015 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი; 2021 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; 2021–2024წწ. სს "საპარტნიორო ფონდი", შპს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" სამედიცინო კონსულტანტი; 2024 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

წყარო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: moh.gov.gefacebook.com


Share: