The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვერიკო ზათიაშვილი

ვერიკო ზათიაშვილი
Date of birth:26 July, 1981  (44 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003-2004წწ. გაიარა სამოქალაქო სამართლის ერთწლიანი კურსი; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2005წწ. -  არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42–ე მუხლი", ადვოკატის სტაჟიორი, ადვოკატი; 2005-2007წწ. - ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2007-2008წწ. - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების იურისტი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი; 2008-2013წწ. - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იურიდიული სამსახურის იურისტი; 2013-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2015-2019წწ. - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2020 წლის დეკემბრიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: