The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ კაპანაძე

თამარ კაპანაძე
Date of birth:10 May, 1973  (53 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის N23 საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სპეციალიზაციით; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2010-2015წწ. გაიარა სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და სასამართლოს შესახებ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში; 2010-2016წწ. გავლილი აქვს მრავალი სემინარი და ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკაზე, ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს. 2015 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1988-1990წწ. მუშაობდა თბილისის N23 საშუალო პროფტექნიკურ სასწავლებელში; 1996-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, დიდუბის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი; 2005 წელს - "დიდუბის ადვოკატთა გაერთიანების" ადვოკატი; 2005-2009წწ. მუშაობდა ადვოკატად; 2009-2016წწ. - სპს "დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიუროში" ადვოკატი; 2008-2012წწ. თანამშრომლობდა საადვოკატო კომპანიასთან "თინათინ ნაკაშიძე და პარტნიორები” და საადვოკატო კომპანიასთან "GLCG"; 2008-2009წწ. - საქართველოს ანტიკრიზისულ საბჭოსთან არსებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მომუშავე ადვოკატთა (იურისტთა) ჯგუფის წევრი (ხელმძღვანელი); 2014 წელს - საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი; 2016 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიწვეული მასწავლებელი; 2017 წლის მაისიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)

Bibliography


Share: