| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია ბარამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; 2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1996-1998წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს კონსულტანტი იმიგრაციის საკითხებზე; 2000-2005წწ. - სხდომის მდივანი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2007-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2017-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი კონსულტანტი, მოსამართლის თანაშემწე (მწერალი თანაშემწე). 2020 წლის დეკემბრიდან - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

