| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციცინო როხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს გაიარა ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი სასწავლო პროგრამა "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ" თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2005წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2005-2006წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტში; 2006-2007წწ. გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2007-2008წწ. - სპს "კვინიკაძე და პარტნიორებში" იურისტი; 2008 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი; 2008–2011წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის მდივანი; 2013-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი; 2017-2020წწ. - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

