| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურთაზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 1990-1995წწ. - ვანის რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანაშემწე, პროკურორის უფროსი თანაშემწე; 1995 წელს - იმერეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწე; 1996-2004წწ. - იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით; 2004-2006წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 2006-2016წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის მაისიდან - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

