| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა საჯარო რეესტრის მუშაკთა გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით; 2005 წელს ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის მუშაკთა გამოცდა. 1995-1999წწ. - საჩხერის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების ინსპექტორი; 1999-2005წწ. - საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2005-2015წწ. - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007 წელს დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2011-2013წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2016 წლის იანვრიდან - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის თებერვლიდან - საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საჩხერის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

