The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ნოზაძე

პაატა ნოზაძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის სპეციალობით 1992 წელს.

1986-1987წწ. - გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებელი; 1987-1990წწ. - გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლის თანაშემწე; 1993-1998წწ. - სს "ივერთ ბანკში" იურისტი; 1999-2005წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში; 2005-2009წწ. ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2009-2015წწ. ეწეოდა კერძო იურიდიულ მომსახურეობას; 2016 წლის თებერვლიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2021 წლის მარტიდან - თბილისის საქალაქო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: